თავში

"წითელ ხიდზე" 8 640 ლარის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

"წითელ ხიდზე" 8 640 ლარის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე  8 640 ლარის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, რისკის შეფასებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განესაზვრა. 

აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 8 640 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელის (საერთო წონით 615 კილოგრამი) შემოტანის ფაქტი გამოვლინდა. 

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 8 640 ლარი შეეფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system