თავში

ციტრუსის ექსპორტის უმეტეობა სომხეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში გავიდა

ციტრუსის ექსპორტის უმეტეობა სომხეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში გავიდა
ციტრუსის ექსპორტის უმეტეობა სომხეთში, რუსეთსა და აზერბაიჯანში გავიდა

ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოდან ციტრუსი წელს რუსეთში, სომხეთს ადა აზერბაჯაიჯანში დაექსპორტდა.

საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ციტრუსი სომხეთში გაიტანა. 0805 სასაქონლო ნიშნით წელს სომხეთში საქართველოდან დაექსპორტდა 7,109.6 ტონა, 3,498.5 ათასი დოლარის ღირებულების გამხმარი ან ახალი ციტრუსის ნაყოფი.

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ რუსეთში გაყიდა 3,163.3 ათასი დოლარის 5,323.8 ტონა გამხმარი ან ახალი ციტრუსის ნაყოფი.

აზერბაიჯანში მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან დაექსპორტებულია 540.6 ტონა და 474.5 ათასი დოლარის ღირებულების ციტრუსი.

შემდეგ პოზიციას საქართველოს ციტრუსის საექსპორტო ქვეყნების უმსხვილეს ხუთეულში იჭერს უკრაინა, სადაც საქართველომ მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპორტზე გაყიდა 57.3 ათასი დოლარის 180.1 ტონა ციტრუსი.

ხუთეულის ბოლო ადგილზეა თურქეთი, სადაც საქართველოდან წელს 0805 სასაქონლო ნიშნით დაექსპორტდა 199.6 ტონა, 65.1  ათასი დოლარის ღირებულების ციტრუსი.

ქვეყნების ზუსტი ჩამონათვალი, სადაც წელს საქართველომ ციტრუსი დააექპორტა, იხილეთ ცხრილში: 

ცნობისთვის, ნარინჯისფერი რთველი საქართველოში ოქტომბრის ბოლოდან იწყება. წინასწარი პროგნოზით, ციტრუსის მოსავალი წელს, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 20 000 ტონით შემცირდება. ამის მიზეზი უამინდობა გახდა.  წლევანდელი ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 000 ტონაა.

ციტრუსის შარშანდელი მოსავალი კარგი ხარისხით გამოირჩეოდა, რამაც ქვეყანას ექსპორტისა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობა მისცა.

ქართული ციტრუსის ძირითადი ბაზარი, ტრადიციულად, უკრაინა და რუსეთია, თუმცა შარშან ბაზრების გეოგრაფია გაიზარდა, ქართულ მანდარინზე მოთხოვნა გაიზარდა შუა აზიაში, დაინტერესდნენ ბელორუსიდანაც. ტრადიციულ ბაზრებს (რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი) 4 ქვეყანა სლოვენია, სინგაპური, ლიეტუვა და ყატარი დაემატა. გასულ წელს ქართული მანდარინის ექსპორტი 12 ქვეყანაში განხორციელდა.

შარშან აჭარამ 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალი მოიწია. კილოგრამი მანდარინის ფასი 60 თეთრიდან იწყებოდა და 1,5 ლარს აღწევდა. არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფომ სუბსიდირება მოახდინა.

2019 წელი საქართველოში მანდარინის განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის მოსავალით გამოირჩეოდა. მოსავლის რაოდენობამ 50 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ექსპორტმა, გასული წლის სექტემბერ-იანვრის თვეში, 31 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system