თავში

ციტრუსის მოსავალი შემცირდა, მაგრამ ხარისხი გაუმჯობესდა

ციტრუსის მოსავალი შემცირდა, მაგრამ ხარისხი გაუმჯობესდა
ციტრუსის მოსავალი შემცირდა, მაგრამ ხარისხი გაუმჯობესდა

აჭარაში ციტრუსის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, შემცირდა, თუმცა ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც ექსპორტზეც აისახება. აჭარის სოფლისმ მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის თქმით, ქვეყნიდან უკვე გატანილია 7 900 ტონა ციტრუსი.

მისი ინფორმაციით, ქართული ციტრუსი კონკურენტუნარიანია და თანამედროვე, დადგენილი სტანდარტით არის ბაზარზე წარმოდგენილი.

,,წინა წლთან შედარებით,  წელს მოთხოვნა და ფასები გაზრდილია, ხოლო საექსპორტო ქვეყნებს დაემატა ლიეტუვა, სინგაპური და ყატარი. ძირითადი საექსპორტო ქვეყნები  უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, სლოვენია და ყაზახეთია. პროდუქტი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს. ამ ეტაპზე ხელშეკრულებები ექსპორტიორებსა და რომელიმე ევროპულ კომპანიას შორის გაფორმებული არ არის, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კონკურენცია არის საკმაოდ მაღალი. იქ არის ესპანეთის და იტალიის ბაზრები, იქედან უფრო მარტივია გასვლა ევროპის ბაზრებზე, ასევე ლიდერობს ჩინეთი, მას შეუძლია მოამარაგოს ყველა ქვეყანა. ჩვენ გვინდა შევიდეთ კონკურენციაში, მაგრამ, ძირითადად, ტრადიციულ ბაზრებზე ვართ ორიენტირებული,” – აცხადებს ტიტე აროშიძე.

მისი ინფორმაციით, გადამუშავებისთვის ქარხნების მიერ მიღებული მანდარინის რაოდენობამ ამ ეტაპზე უკვე 405 ტონას გადააჭარბა. აჭარასა და გურიაში ციტრუსის მოსავლის დაბინავებაში აქტიურად არის ჩართული 25 კომპანია, რომელთა შორის 14 მუშაობს ექსპორტზე. ამ კომპანიებს შორისაა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული 5 საწარმო.

წელს, აჭარის რეგიონში 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი მოქმედებს, რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა.

რაც შეეხება ფასს, წელს კილოგრამი მანდარინის ფასი 60 თეთრიდან იწყება და 1,5 ლარს აღწევს. გარდა ამისა, არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო ფერმერებს სუბსიდიის სახით თანხას წელსაც გადაუხდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system