თავში

ციტრუსის წლევანდელი მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხიანია

ციტრუსის წლევანდელი მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხიანია
ციტრუსის წლევანდელი მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხიანია

ციტრუსის მოსავლის აღებისა და დაბინავების საორგანიზაციო საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გიორგი სურმანიძესთან ერთად განიხილა.

წელს აჭარაში მაღალი ხარისხის ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს; აქედან 50% ექსპორტზე გავა.

„დღევანდელ სამუშაო შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრთან ერთგვარი გაცნობითი ხასიათი ჰქონდა; შესაბამისად, განვიხილეთ ყველა სტრატეგიული მიმართულება, თუმცა, ძირითადი ციტრუსის რთველი იყო. ბოლო წლების ანალოგიურად, წელსაც იფუნქციონირებს შტაბი, სადაც ციტრუსის მოსავლის დაბინავებაზე ერთობლივად ვიმუშავებთ. კოორდინირებულად მოხდება არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ნარინჯისფერი რთველი წელსაც ორგანიზებულად ჩაივლის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ აღნიშნა, 2020 წელს ციტრუსის მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაზრდილია. 

მინისტრის განცხადებით, წელს 7 ათას ტონამდე არასტანდარტულ მანდარინს ელოდებიან, რაზეც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტით სუბსიდირება არის გათვალისწინებული. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება. არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო 500 000 ლარი.

არასტანდარტულ მოსავალს 30-მდე მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო ჩაიბარებს.  არასტანდარტული მანდარინის მიღება ნოემბრის 25-27-დან დაიწყება. 

შემსყიდველები ციტრუსის ფასს 80 თეთრიდან 1.20 თეთრის ფარგლებში ელოდებიან. რაც შეეხება საადრეო ციტრუსს, მისი ფასი 1.50 თეთრიდან 2 ლარამდე ღირდა.

შეგახსენებთ, ციტრუსი С-ვიტამინის შემცველი პროდუქტია, ამიტომაც პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე ციტრუზე მოთხოვნა მზარდია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system