თავში

ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა

ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა
ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა

შვეიცარიიის ქალაქ ციურიხში ქართული ღვინის გალერეა გაიხსნა, რასაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. მისი თქმით, ახალი გალერეა ქართული ღვინის წარმოჩენას შეუწყობს ხელს. 

ქართული ღვინის ცენტრში 12 ქართველი მწარმოებლის სხვადასხვა სახეობის ღვინო იქნება წარმოდგენილი. 

ღვინის გალერეის გახსნის იდეა ციურიხში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმმომადგენელს, ზვიად არაბიძეს ეკუთვნის. 

"სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინო სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაღალი მსყიდველობის შესაძლებლობის ბაზრებზე ჩვენი ღვინის წარმოჩენა. ისეთი ცენტრები, როგორიც ახალი გალერეაა, დიასპორის ჩართულობით, ხელს უწყობს ქართული ღვინის წარმოჩენას როგორც შვეიცარიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system