თავში

ცივ-გომბორს აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება

ცივ-გომბორს აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება
ცივ-გომბორს აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა, რამდენიმე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს, მათ შორის, „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელსაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიღების შედეგად, ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება 4935,8 ჰა ტერიტორიას. კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისათვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები.

ამასთან, კანონის მოქმედება არ გავრცელდება ცივ-გომბორის აღკვეთილის ტერიტორიებზე კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ქონებრივ ურთიერთობებზე; სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.

საკანონმდებლო ინიციატივით იქმნება მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები საერთო ფართობით 5958.3 ჰა, რომელშიც გაერთიანდება უკვე არსებული მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი და ახალშექმნილი ცივ-გომბორის აღკვეთილი. შესაბამისად, საჭირო იქნება დამატებით 1 უბნის უფროსი რეინჯერის და 4 რეინჯერის დასაქმება, რისთვისაც 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობამ უნდა შეადგინოს 55 200 ლარი, ვინაიდან კანონი სწორედ მომავალი წლიდან შევა ძალაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system