თავში

ცხოვრება ყველაზე მეტად ზუგდიდში, ყველაზე ნაკლებად თბილისში გაძვირდა

ცხოვრება ყველაზე მეტად ზუგდიდში, ყველაზე ნაკლებად თბილისში გაძვირდა
ცხოვრება ყველაზე მეტად ზუგდიდში, ყველაზე ნაკლებად თბილისში გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის  მაჩვენებელი 4.8 პროცენტით განისაზღვრა.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში წინა წელთან შედარებით, წელს ცხოვრება 3.8%-ით გაძვირდა.

რაც შეეხება ქალაქების მიხედვით ინფლაციას, ოქტომბერში ცხოვრება ყველაზე მეტად გაძვირებულია ზუგდიდში, სადაც ყველაზე მაღალი 6.3 %-იანი ინფლაცია ფიქსირდება, ხოლო ყველაზე ნაკლებადაა გაზრდილი სამომხმარებლო ფასები დედაქალაქში, სადაც საქართველოს მასშტაბით ინფლაციის ყველაზე დაბალი 2.9%-იანი მაჩვენებელია.

უმსხვილესი ქალაქების მიხედვით ინფლაცია ასე გამოიყურება:

თბილისი - 2.9%-იანი ინფლაცია.

გორი - 5.3%-იანი ინფლაცია.

ქუთაისი - 4.4%-იანი ინფლაცია.

ზუგდიდი - 6,3%-იანი ინფლაცია.

ბათუმი - 4.1%-იანი ინფლაცია.

თელავი - 4.4%-იანი ინფლაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system