თავში

ცხრა სასურსათო პროდუქტის ფასს მთავრობა 2 თვით აზღვევს - PHOTO

ცხრა სასურსათო პროდუქტის ფასს მთავრობა 2 თვით აზღვევს
ცხრა სასურსათო პროდუქტის ფასს მთავრობა 2 თვით აზღვევს - PHOTO

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანი ძირითადი მოხმარების ცხრა სასურსათო პროდუქტზე ფასის ზრდის რისკის დაზღვევაა.

უწყების ცნობით, ყველა იმ იმპორტიორ კომპანიისთვის, რომელიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით განახორციელებს ცხრა ძირითადი პროდუქტის საქართველოში იმპორტს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოხდება სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება.

„მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ძირითადი მოხმარების ცხრა სასურსათო პროდუქტის – ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო – შეუფერხებელი მიწოდება და არ მოხდეს აღნიშნულ პროდუქტზე ფასების სპეკულაციური ზრდა," - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამას განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო“, სსიპ „შემოსავლების სამსახურთან“ ერთად. 

ცნობისთვის, ძირითადი მოხმარების 9 პროდუქტის დაზღვევა ბიუჯეტს 10 მილიონი ლარი უჯდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system