თავში

ცქიტიშვილი ინკასოზე: ტელევიზიებს იგივე ადგილი აქვს ეკონომიკაში, როგორც სხვა ბიზნესს

ცქიტიშვილი ინკასოზე: ტელევიზიებს იგივე ადგილი აქვს ეკონომიკაში, როგორც სხვა ბიზნესს
ცქიტიშვილი ინკასოზე: ტელევიზიებს იგივე ადგილი აქვს ეკონომიკაში, როგორც სხვა ბიზნესს

როდესაც ჩვენ ვაწესებთ ამა თუ იმ შეზღუდვას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა ფუნქციონირებდეს გამართულად. ყველა იმ სექტორს, რომელსაც შეეხო  კორონავირუსი მიზნობრივად, შევთავაზეთ საკომპენსაციო პაკეტი და ეკონომიკის სტიმულირების დამატებითი ზომები, ტელევიზიები ამ პაკეტში არ იყო,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შემოსავლების სამსახურის მიერ "ტვ პირველისა" და "მთავარი არხისთვის" ინკასოს დადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ განსაკუთრებით ამ ვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, სახელმწიფო აპარატი და  მთლიანად სახელმწიფო, ფუნქციონირებდეს გამართულად.

„როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი კომუნალური სამსახურების, ტრანსპორტის,  დენის, გაზის, ინტერნეტის, მობილური კავშირის ფუნქციონირება. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად ინსტიტუციური და სახელმწიფო სტრუქტურები ფუნქციონირებდნენ გამართულად და აკეთებდნენ თავიანთ საქმეს.

ამ ნაწილშიც, რა თქმა უნდა, შემოსავლების სამსახური ფუნქციონირებს გამართულად და ეს უნდა გაგრძელდეს, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, ტელევიზიებს აქვთ აბსოლუტურად იგივე ადგილი ეკონომიკის სექტორში, როგორც ყველა დანარჩენ ბიზნეს სუბიექტს.

„ყველა სექტორმა, რომელსაც უშუალოდ შეეხო კორონავირუსის ეპიდემია, მიიღო მიზნობრივი დახმარება. მიიღო ის ეკონომიკური პაკეტი, რომელიც ჩვენ სულ ერთი კვირის წინ შევთავაზეთ ბიზნესს. იცით, რომ ტურისტულ და სატრანსპორტო ბიზნესს შეეხო ეს დახმარება. თუ არ ვცდები ეს მიზნობირივი დახმარება გაეწია18 000 ბიზნეს სუბიექტს. ძალიან დიდი პაკეტი იყო იმ ორგანიზაციების, ვისაც უშუალოდ შეეხო კორონავირუსის ეპიდემია და აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთი კვირის წინ შევთავაზეთ ბიზნესს, როგორც საკომპენსაციო პაკეტი, ასევე ეკონომიკის სტიმულირების დამატებითი ზომები.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტელევიზიებზე, ტელევიზიები, რა თქმა უნდა, ამ პაკეტში არ იყო უშუალოდ. ძალიან ბევრი სხვა ჩვენი ბიზნესი არის დაზარალებული და დაზიანებული ამ ვითარებაში,  - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა იმას, რომ მთავრობამ უნდა შესთავაზოთ კიდევ დამატებით სექტორებს, დამატებითი საკომპენსაციო ან სტიმულის ზომები.

შეგახსნებთ, რომ "ტვ პირველსა" და ტელეკომპანია "მთავარს" შემოსავლების სამსახურმა დღეს ინკასო დაადო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system