თავში

წლევანდელ 4%-იან კლებას ეკონომიკა მომავალ წელს აღიდგენს

წლევანდელ 4%-იან კლებას ეკონომიკა მომავალ წელს აღიდგენს
წლევანდელ 4%-იან კლებას ეკონომიკა მომავალ წელს აღიდგენს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ წინასწარი პროგნოზების თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 4%-იანი კლებით შედეგით დაასრულებს, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ 2021 წელს ეკონომიკა სულ მცირე, 4 პროცენტით გაიზარდოს.

„ყველაზე კონსერვატიული პროგნოზებით, წლევანდელი წელი სულ მცირე, -4 პროცენტით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის. თუმცა, ჩვენი ეფექტიანი პოლიტიკის შედეგად და მათ შორის, იმ ანტიკრიზისული გეგმის შედეგადაც, რომელსაც სთავაზობს მთავრობა სახელმწიფოს, მოსახლეობასა და ბიზნესს, გვაქვს შანსი, გავიზარდოთ 2021 წელს, დავუბრუნდეთ ზრდის პოზიტიურ ტრაექტორიას და 2021 წელს სულ მცირე, 4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა კვლავ გვქონდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

შეგახსენებთ, დღეს ეკონომიკის მინისტრმა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე თურნავამ აღნიშნა, რომ სესხისა და ლიზინგის სუბსიდირება ერთი წლით გახანგრძლივდება.

იზრდება თანადაფინანსების პროცენტიც. აქამდე სახემწიფო ბიზნესსესხის მხოლოდ 7 %-ს ფარავდა, ახლა მთავრობა ბიზნესს სესხის 11,5% პროცენტს დაუსუბსიდირებს.

ნათია თურნავას თქმით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის მხარდაჭერისთვის სპეციფიკური ანტიკრიზისული გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ მიკროგრანტების ბიუჯეტი 4-ჯერ გაზარდა.

კომპანიებისა და მოქალაქეების დასახმარებლად, საქართველოს მთავრობა დასაქმებულთა ხელფასებს ასუბსიდირებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system