თავში

წლის ბოლომდე გაზის კომპანიებს ხელახალი ლიცენზიის აღება მოუწევთ

წლის ბოლომდე გაზის კომპანიებს ხელახალი ლიცენზიის აღება მოუწევთ
წლის ბოლომდე გაზის კომპანიებს ხელახალი ლიცენზიის აღება მოუწევთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისსა და რეგიონებში 7-8 კომპანია მოლაპარაკებების სტადიაზეა და წლის ბოლომდე გაზის გამანაწილებელ კომპანიებს ხელახალი ლიცენზიის აღება მოუწევთ. 

როგორც დავით ნარმანიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სემეკის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ლიცენზირების პროცესიდან გამომდინარე, ბუნებრივად დარეგულირდება საკითხი, რომ ერთ არეალში გაზის გამანაწილებელი ერთი კომპანია ოპერირებდეს.

მისივე თქმით, ტარიფიც გათანაბრდება და მომსახურების ხარისხიც გაუმჯობესდება.

„მცირე კომპანიებმა იციან, რომ შეიძლება ახალი წესების მიხედვით ლიცენზირების პროცესი ვერ გაიარონ, მათ ერთი კუბური მეტრი გაზის მიწოდება მეტი უჯდებათ, ვიდრე დიდ კომპანიებს, ამიტომ ცდილობენ თავისი აქტივები მიყიდონ ან იჯარით გადასცენ სხვა გამანაწილებლებს," - განმარტა დავით ნარმანიამ და მაგალითად დაასახელა დიდი დიღომი, სადაც სამი გაზის გამანაწილებელი კომპანიაა, „თბილისი ენერჯი“, შპს „დიდი დიღომი“ და „ჩირაღდანი 21“. შედეგად, ნარმანიას თქმით, ერთ უბანში, ერთ ქუჩაზე ერთი ტარიფია, მეორე ქუჩაზე - მეორე.

"ვერ იგებს ხალხი რატომაა ეს სხვაობა. ეს სხვაობა იმიტომაა, რომ თითოეულ კომპანიას განსხვავებული დანახარჯები აქვს გაზის მომხმარებლამდე მიტანასთან დაკავშრებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ და დასზინა, რომ ეს პრობლემა მალე აღმოიფხვრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system