
"ზაფხულსა და შემოდგომაზე ჯამში 70 კმ საერთაშორისო მაგისტრალი გაიხსნება," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
"დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს 140 კმ საერთაშორისო მნიშვნელობის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა, საიდანაც 2020 წლის ბოლომდე გაიხსნება ჯამში 70 კმ საერთაშორისო მაგისტრალი და ესენია: ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებითი ორი ზოლი, ხაშურის შემოვლითი გზა, სამტრედია-გრიგოლეთის, ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი. გზის ეს მონაკვეთები ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში გაიხსნება. მიმდინარეობს რიკოთის მონაკვეთზე აქტიური მუშაობა და ამას ხედავს ჩვენი მოქალაქეები ყოველ დღე“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ 2019 წელს რეკორდული, 804 კმ. გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება მიმდინარეობდა ერთდროულად.
ბელა გელაშვილი
ავტორი