თავში

წნორში გახსნილი კომბინირებული საკვების საწარმო 80 ტონამდე საკვებს დაამზადებს

წნორში გახსნილი კომბინირებული საკვების საწარმო 80 საკვებს დაამზადებს
წნორში გახსნილი კომბინირებული საკვების საწარმო  80 ტონამდე საკვებს დაამზადებს

საწარმოში, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში გაიხსნა თვეში 80 ტონამდე კომბინირებული საკვების წარმოებაა შესაძლებელი. სახელმწიფო პროგრამის "შეღავათიანი აგროკრედიტი"  ბენეფიციარმა, მანანა მეტრეველმა, საწარმო თანამედროვე სტანდარტებით ააშენა. აქ ჯამში, 900,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს 600,000 ლარს, 300,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა. საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, კახეთის მხარის რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ახლადგახსნილ საწარმოში იმყოფებოდა, სადაც წარმოების პროცესს გაეცნო.

ახლადგახსნილი საწარმო აწარმოებს თევზის მეურნეობებისთვის კომბინირებულ საკვებს ამ მიმართულებით ქვეყანაში იმპორტის მოცულობა მაღალია. სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი საწარმო ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას და ადგილობრივი წარმოების ზრდას“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

როგორც მხარის რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, საქართველოს მასშტაბით, კახეთის რეგიონი მტკნარი წყლის თევზის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია. დარგის განვითარებისთვის საკვებწარმოება ერთ-ერთ განმსაზღვრელი ფაქტორია, შესაბამისად, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ამ მიმართულების ადგილობრივი ქართული წარმოების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system