თავში

წნორში საკვების მწარმოებელი საწარმო პრემიერ-მინისტრმა მოინახულა

წნორში საკვების მწარმოებელი საწარმო პრემიერ-მინისტრმა მოინახულა
წნორში საკვების მწარმოებელი საწარმო პრემიერ-მინისტრმა მოინახულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანია დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს. 

საწარმო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში 2020 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს და ის თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. აქ ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისთვის პროდუქტი თერმული დამუშავებით იწარმოება. საწარმოს წარმადობა 12 საათში 5 ტონას შეადგენს. ამჟამად მასში 15 ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ საწარმო ერთადერთია საქართველოში, რომელიც თევზის საკვებს აწარმოებს და ის სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა.

საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია 900 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 600 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system