თავში

ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი იმპორტს აჭარბებს

ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი იმპორტს აჭარბებს
ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი იმპორტს აჭარბებს

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა გაზრდილია.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა და 972.2 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 441.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.2 პროცენტით ნაკლებია.

წლიურ ჭრილში ცოცხალი მსხვილფეხა რქოსნთა ექსპორტი შემცირებულია. თუ წელს მხოლოდ მესამე კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე გაიყიდა 20.7 ათასი სული პირუტყვი, შარშან მათი სულადობრივი ექსპორტის მაჩვენებელი 27.1 ათას სულს შეადგენდა. 

მიმდინარე წლის დასაწყისში 16.1 სული საქონლის ექსპორტის შემდეგ, მეორე კვარტალში მონაცემი 11.1 ათას სულამდე დაეცა, თუმცა მესამე კვარტალი ექსპორტის ეს მაჩენებელი კვლავ გაიზარდა და 20.7 ათასი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, წელს მესამე კვარტალში 800 ერთეული სული მსხვილფეხა რქოსანი შემოვიდა ცოცხალი სახით. წლიურ წრილში იმპორტი გაზრდილია, შარშან საქართველოში იმპორტირდა 200 ერთეული ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system