თავში

ცოცხალი პირუტყვით ვაჭრობაში ექსპორტი იმპორტს აჭარბებს

ცოცხალი პირუტყვით ვაჭრობაში ექსპორტი იმპორტს აჭარბებს
ცოცხალი პირუტყვით ვაჭრობაში ექსპორტი იმპორტს აჭარბებს

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა გაზრდილია.

წლიურ ჭრილში ცოცხალი მსხვილფეხა რქოსნთა ექსპორტი შემცირებულია. თუ წელს მხოლოდ მესამე კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე გაიყიდა 27.1 ათასი სული პირუტყვი, შარშან მათი სულადობრივი ექსპორტის მაჩვენებელი 33.4 ათას სულს შეადგენდა. 

მიმდინარე წლის დასაწყისში 16.2 სული საქონლის ექსპორტის შემდეგ, მეორე კვარტალში მონაცემი 2.4 ათას სულამდე დაეცა, თუმცა მესამე კვარტალი ექსპორტის ეს მაჩენებელი კვლავ გაიზარდა და ორივე კვარტლის ჯამურ მონაცემსაც გადააჭარბა. 

გასათვალისწინებელია, რომ წელს საქართველოდან ღორი ცოცლალი სახით არ დაექსპორტებულა. 

რაც შეეხება, თხასა და ცხვარს, წელს მესამე კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ გაიყიდა 73.2 ათასი სული თხა/ცხვარი. შარშანდელთან შედარებით აქაც კლებაა. 2019 წელს მესამე კვარტალში  საქართველომ ცოცხლად დააექსპორტა 84.4 ათასი სული თხა/ცხვარი. ცხვრისა და თხის ცოცხალი წონის ექსპორტში მიმდინარე წლის პირვე;ლ და მეორე კვარტალშიწლიურ ჭრილში ზრდა ფიქსირდებოდა, თუმცა მესამე კვარტლის მონაცემს ექსპორტი მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

პირუტყვის იმპორტის მაჩვენებლები ასეთია: წელს მესამე კვარტალში 200 ერთეული სული მსხვილფეხა რქოსანი შემოვიდა ცოცხალი სახით. მონაცემი შარშანდელ მაჩვენებელს 200 ერთეულითაა შემცირებული. შარშან საქართველოში იმპორტირდა 500 ერთეული ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი.

წლიურ ჭრილში ზრდაა ცოცხალი ღორის იმპორტში. წელს მესამე კვარტალში საქართველოში იმპორტირდა 17.4 ათასი სული ღორი, შარშან მესამე კვარტალში კი 10.2 ათასი სული.

რაც შეეხება, თხისა და ცხვრის ექსპორტს, მიმდინარე წლის ცოცხალი თხებისა და ცხვრების იმპორტი საერთოდ არ ფიქსირდება, პირველ კვარტალში კი ქვეყანაში შემოსულია 4.8 ათასი ერთეული ცხვარი/თხა. რაც სეეხება შარშანდელ იმპორტს, შარშან მხოლოდ მესამე კვარტალში საქართველოში შემოვიდა 1.1 ათასი ერთეული, მეორე კვატალში 6.5 ათასი ერთეული, ხოლო პირველ კვარტალში 23.7 ატასი ერთეული ცხვარი/თხა.

წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 955.0 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.7 პროცენტით მეტია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.9 პროცენტით შემცირდა და 846.1 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 237.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.5 პროცენტით გაიზარდა და 11.5 მილიონ ფრთას მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system