თავში

ცოცხალი საქონლის პირველი სატრანზიტო ცენტრი აშენდა

ცოცხალი საქონლის პირველი სატრანზიტო ცენტრი აშენდა
ცოცხალი საქონლის პირველი სატრანზიტო ცენტრი აშენდა

ოზურგეთში, პირველი ცოცხალი საქონლის სატრანზიტო ცენტრი აშენდა, სადაც ერთდროულად 4 000 თავამდე საქონლის განთავსებაა შესაძლებელი.

ცენტრი მიიღებს როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა საქონლელს.

პროექტს კომპანია „აგრო პრაიმი“ ახორციელებს, რომლის მთავარი პარტნიორი ქვეყანა ყაზახეთია.

პროექტის ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა, ლოგისტიკური ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, ელექტრო ღობეებითა და მოწყობილობებით.პროექტი 100-მდე ადგილობრივის დასაქმებას ითვალისწინებს.

სატრანზიტო მარშრუტი დაიწყება ბათუმის პორტში სპეციალიზირებული გემის მიღებით. ბათუმიდან ცხოველებს ოზურგეთის ლოგისტიკურ ცენტრში გადაიყვანენ, შემდეგ კი სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებით საბოლოო დანიშნულების ადგილზე გაგზავნიან.

საქართველოს მეცხოველეობის ასოციაციის თამჯდომარის, გოჩა ჩხაიძის, ინფორმაციით, ლოგისტიკური ცენტრის ბაზაზე შეიქმნება საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ცენტრი, სადაც ნებისმიერი ფერმერი მიიღებს კონსულტაციას, თუ როგორ უნდა შექმნას და მართოს ფერმა, როგორ მოახდინოს პროდუქციის რეალიზაცია. ქართველ ფერმერებს კონსულტაციას გაუწევენ პროფესიონალი ავსტრალიელი და ქართველი ვეტერინარები.





ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system