თავში

წყალდიდობას სვანეთში ჰესები უვნებლად გადაურჩა

წყალდიდობას სვანეთში ჰესები უვნებლად გადაურჩა
წყალდიდობას სვანეთში ჰესები უვნებლად გადაურჩა

ცოტა ხნის წინ report.ge-ს ადგილობრივმა მაცხოვრებელმა დაუზუსტებელი ინფორმაცია აცნობა, რომ სვანეთში წყალდიდობისას 2 ჰესი დაზიანდა.

მას შემდეგ რაც აღნიშნული ინფორმაცია გავავრცელეთ, report.ge-ს დაუკავშირდა კიდევ ერთი ადგილობრივი, ნარგიზი ნიგურიანი, რომელმაც ინფორმაცია ჰესების დაზიანების შესახებ უარყო. მისი თქმით, იფარსა და ჯირკვალში ჰესებთან წყალი მოდიდებულია, თუმცა ჰესები უვნებელია.

"წყალი მოდიდებულია, თუმცა ჰესები უვნებელია. ჩვენ წინააღმდეგი ვართ სვანეთში ჰესების მშენებლობის და ძალიანაც გვინდა და გვაწყობს წყალმა წაიღოს ეს ჰესები, თუმცა ეს ასე არ არის. წყლის მოდიდების მიზეზი ძლიერი და ინტენსიური წვიმების გარდა, სწორედ ამ ჰესების გამო დაგუბებებია. მოგეხსენებათ, ენგური და მისი შესართავები მთის მდინარეებია და ხელოვნურ ჩარევებს არ გუობს. თუ დღეს ის უწყინარია, ხვალ ისე ბობოქრობს, რომ ვერანაირი ჯებირი ვერ აკავებს. მისი დაგუბება ყოვლად დაუშვებელია. ამის მაგალითია მესტიაჭალაჰესი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა გახსოვთ ალბათ 60 მილიონიანი სამუშაოები ერთ საათში შავ ზღვაში ჩაიტანა ენგურმა. არაა გამორიცხული ამ ჰესებსაც ასე დაემართოს, თუმცა ჯერ ადგილზე არიან უვნებლად," - გვითხრა ნიგურიანმა.

შეგახსენებთ, შარშან ივლისში სტიქიის შედეგად ადიდებულმა მესტიაჭალამ ჰესის ტერიტორია დატბორა, დაინგრა ხიდები, მაშველებმა ტერიტორიიდან ტურისტების გამოყვანა დიდი ძალისხმევით მოახერხეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system