თავში

წყალი ისევ გაძვირდა

წყალი ისევ გაძვირდა
წყალი ისევ გაძვირდა

საქართველოში მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები გაძვირებულია როგორც წლიურ ისე თვიურ ჭრილში. 2021 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით მათი ფასები მომატებულია 2.3 პროცენტით, ხოლო  წლიურ წრილში, ანუმ 2021 წლის თებერვალში 2020 წლის თებერვალთან შეადრებით, ფასები გაზრდილია 6.3 პროცენტით.

წყალი საქართველოში 5.6%-ით იანვარშიც გაძვირდა. წყლის მწარმოებელი კომპანიებმა მტკნარ და მინერალურ წყალკზე ფასები 3.15%-ით გაზარდეს. ისინი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავების მიზეზად 2020 წელს ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ. კომპანიებს შემოსავლების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი გაყიდვებიდან უგენერირდებათ ლარში, ხოლო სესხები აღებული ევროში. მათივე განმარტებით, შესაფუთი მასალების ფასები ფიქსირდება დოლარსა და ევროში. ლარის ბოლოდროინდელმა გაუფასურებამ ბიზნესს ხარჯი გაუზარდა, შემოსავალი კი, ხშირ შემთხვევაში შეამცირა, ზოგ სეგმენტში იგივე დარჩა, შესაბამისად, ბიზნესმა მილიონობით ლარით იზარალა, ხარჯი გაზარდა ელექტროენერგიის გაძვირებემაც.

ცნობისთვის, მინერალური და მტკნარი წყლის მწარმოებელი კომპანიები დენის ფასნამატის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში ვერ მოხვდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system