თავში

წყალმომამარაგების ინფრასტრუქტურაზე მთავრობა 270 მლნ ლარს ხარჯავს

წყალმომამარაგების ინფრასტრუქტურაზე მთავრობა 270 მლნ ლარს ხარჯავს
წყალმომამარაგების ინფრასტრუქტურაზე მთავრობა 270 მლნ ლარს ხარჯავს

"წყალმომარაგება არის ის პრობლემა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყოქვეყანაში და სამწუხაროდ, რესურსების გადანაწილების თვალსაზრისით, სათანადო ყურადღება ვერ მიექცა," - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით,  2012 წლის ბიუჯეტში წყალმომარაგებაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიდან წელიწადში იხარჯებოდა 34 მლნ ლარი, დღეს კი ეს რიცხვი ბევრად მეტი, დაახლოებით 270 მლნ ლარია. 

"ქუთაისის შემდეგ ჩვენ წელს დავამთავრეთ ჭიათურის წყალმომარაგების პროექტი დაპირველად ქალაქი გადავიდა 24-საათიან გრაფიკზე, ასევე ზუგდიდშიც მოგვარდა ეს პრობლემა. აქტიურად ვმუშაობთ თელავის წყალმომარაგებაზე, სადაც ერთი ეტაპი დასრულდა დაუახლოეს მომავალშიკიდევ ერთ ტენდერს გამოვაცხადებთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, ადმინისტრაციული ცენტრების პარალელურად, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც აქტიურად მინდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system