თავში

წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 7-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 7-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 7-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

წყალმომარაგების კომპანიამ, დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბულაჩაურის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობის მსურველებს წინადადებების წარდგენა 5 ნოემბრამდე შეეძლებათ. როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აღნიშნავენ, პროექტის ღირებულება 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

პროექტი ითვალისწინებს სატუმბო სადგურის, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემის მოწყობას. გარდა ამისა მოხდება მოსახლოების ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

ამჟამად სოფელ ბულაჩაურში, მოძველებული და ამორტიზებული სისტემის გამო, არსებული წყლის დებიტი ვერ უზრუნველყოფს მოსახლოების სტაბილურ წყალმომარაგებას.

გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები 18 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც სოფელ ბულაჩაურის მოსახლოება, დაახლოებით 3000 -მდე ადამიანი, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system