თავში

ნათია თურნავა: ბიძინა ივანიშვილის წყალობოს აღმოსავლეთ ევროპის მიმზიდველ კურორტად აქცევს

წყალობოს აღმოსავლეთ ევროპის მიმზიდველ კურორტად აქცევს
ნათია თურნავა: ბიძინა ივანიშვილის წყალობოს აღმოსავლეთ ევროპის მიმზიდველ კურორტად აქცევს

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ინიციატივის ფარგლებში, წყალტუბო არა მხოლოდ აღიდგენს ძველ დიდებას, არამედ ის გახდება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ცნობილი საკურორტო მიზიდულობის ცენტრი," -  ამის შესახებ ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც მიზნად ისახავს წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაციას და განვითარებას. მინისტრის თქმით, ეს ინიციატივა გულისხმობს წყალტუბოს, როგორც საკურორტო ქალაქის, საკურორტო მიზიდულობის ცენტრის მთლიანად აღორძინებას, რაც არის გრანდიოზული ინიციატივა და ძალიან დიდი გამოწვევა, რომელსაც მთავრობები დღემდე ვერ გაუმკლავდა, რადგან დიდი მასშტაბის ხარჯზეა საუბარი.

„ჩვენ, როგორც ხედავთ, ვცდილობთ წყალტუბოს განვითარებას - გარკვეული ინფრასტრუქტურაც აშენდა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ ამ წლების მანძილზე 4-ზე მეტი სანატორიუმის პრივატიზება. ერთი მხრივ, არის ძალიან დიდი გამოწვევა იმაში, რომ წყალტუბომ დაიბრუნოს ყოფილი დიდება, როცა ის იყო საერთაშორისო მნიშვნელობის გამაჯანსაღებელი ცენტრი. ეს კურორტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველსავე წლებში დაინგრა, გაჩანაგდა და, პრინციპში, მხოლოდ წერტილოვანი ინიციატივებით მისი აღორძინება შეუძლებელია. ცალკეული ბიზნესები ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ გარკვეული პროექტების განხორციელებას, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს წყალტუბო და რასაც იმსახურებს საქართველო,“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის ფარგლებში კურორტის აღდგენა არის მთლიანად ქველმოქმედება. 

„ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის საქველმოქმედო ინიციატივა. რეალობამ გვიჩვენა, რომ ბიზნესი ვერ უმკლავდება ამ ყველაფერს სტანდარტული მიდგომით, რადგან ეს არ არის ბიზნესურად მომგებიანი პროექტი. ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის თავის თავზე იღებს ამ ქალაქის რეაბილიტაციისთვის აუცილებელ ყველა ხარჯს, რაც ასეულობით მილიონია“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system