თავში

"წყალტუბო უნდა იქცეს ჯანმრთელობის დედაქალაქად აღმოსავლეთ ევროპაში"

"წყალტუბო უნდა იქცეს ჯანმრთელობის დედაქალაქად აღმოსავლეთ ევროპაში"
წყალტუბო უნდა იქცეს ჯანმრთელობის დედაქალაქად აღმოსავლეთ ევროპაში

"ვერცერთი კონკრეტული ინვესტორი ვერ აიღებს თავის თავზე კონკრეტული საკურორტო არეალის და მიზიდულობის ცენტრის მთლიანად საერთაშორისო ბაზარზე მარკეტინგს და მისი ცნობადობის ამაღლებას. ეს არის ჩვენი საერთო საზრუნავი და პირველ რიგში სახელმწიფოს საზრუნავი,"- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, დღეს წყალტუბოს განვითარების სტრატეგიის საჯარო განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, იგეგმება კურორტის ერთიანი ადმინისტრირება და რეგიონის ინტენსიური მარკეტინგი.

"ეს ერთიანი მარკეტინგული სტრატეგია დამუშავდება, შეიქმნება ჩვენ მიერ და ამ მარკეტინგულ სტრატეგიას აქტიურად განვახორციელებთ, რათა წყალტუბო გახდეს ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ცნობილი ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში, იმიტომ რომ ამ კურორტს შესაბამისი პოტენციალი გააჩნია," - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრებ დევნილებს, 477 ოჯახს, ხელისუფლება შეუქმნის ახალ, ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს. მინიტრის თქმით, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს წყალტუბოს სამკურნალო წყლის მართვას.

"ეს წყალი არის ერთ-ერთი უპირატესობა ამ კურორტის. წყალი ეს არის ის უპირატესობა, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ცნობადობას, თუნდაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში, სწორი მარკეტინგის პირობებში, ეს გახდება ერთ-ერთი უძლიერესი უპირატესობა, რომელიც მოიზიდავს დამსვენებელს, ახალ ტურისტებს, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სწორი პირობები თუ რა პირობების შედეგად იქნება ხელმისაწვდომი ეს რესურსი. ესეც ის კონკრეტული ფუნქციაა, რომელსაც იღებს საკუთარ თავზე სახელმწიფო", - ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system