თავში

წყალტუბოს განაშენიანების გეგმაზე კონკურსი წლის ბოლომდე გამოცხადდება

წყალტუბოს განაშენიანების გეგმაზე კონკურსი წლის ბოლომდე გამოცხადდება
წყალტუბოს განაშენიანების გეგმაზე კონკურსი წლის ბოლომდე გამოცხადდება

კურორტ წყალტუბოს ქალაქმშენებლობითი გეგმების შემუშავებაზე კონკურსი წლის ბოლომდე გამოცხადდება, - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

2020 წლის იანვარის ბოლოს სამინისტრო განიხილავს პრეტენდენტებისგან მიღებულ წინადადებებს და გამოავლენს გამარჯვებულს. გეგმების შემუშავებისთვის დადგენილია 8 თვე. პირველ ეტაპზე, ხელშეკრულების დადებიდან დაახლოებით 2 თვეში, წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე, განისაზღვრება კურორტის ცენტრალურ ნაწილში არსებული საინვესტიციო ობიექტების განვითარების პარამეტრები. ეს შესაძლებლობას მისცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისი პირობებით, საპრივატიზაციოდ მოამზადოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გასასხვისებელი ობიექტები.

დოკუმენტაციის შემუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შესარჩევად კი კონკურსი წლის ბოლომდე გამოაცხადდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system