თავში

წყალტუბოში ბალნეოლოგიური სანატორიუმი გაიხსნა

წყალტუბოში ბალნეოლოგიური სანატორიუმი გაიხსნა
წყალტუბოში ბალნეოლოგიური სანატორიუმი გაიხსნა

წყალტუბოში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი სანატორიუმი გაიხსნა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის განხორციელებაში დაახლოებით 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სანატორიუმი მოიცავს 72 ოთახს, სასტუმროს, რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს. ასევე, გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრს, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ ჩაიტარონ სამკურნალო პროცედურები და ისარგებლონ სარელაქსაციო, სპა მომსახურებით.

სანატორიუმის გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძეც დაესწრო. მისი თქმით, პროექტი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system