თავში

წყლის აბონენტად რეგისტრაცია ძვირდება

წყლის აბონენტად რეგისტრაცია ძვირდება
წყლის აბონენტად რეგისტრაცია ძვირდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) ინფორმაციით, წყლის აბონენტად დარეგისტრირებაც გაძვირდება. 

ცნობისთვის, თბილისში დენის და გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირება უკვე გაძვირდა

2020 წლის იანვრიდან გაზის ახალ აბონენტად რეგისტრაცია 400-დან 800 ლარამდე გაიზარდა, ხოლო 2019 წლის დენის ახალ აბონენტად რეგისტრაცია 600 ლარი სექტემბრიდან გახდა.

დეტალებს მარეგულირებელი კომისია ჯერ არ ასაჯაროებს. ერთადერთი, რასაც განმარტავენ ისაა, რომ აბონენტად რეგისტრაციის საფასურის ზრდა წყალმომარაგების ნაწილშიც ინიცირებულია და უკვე მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

საკითხზე სემეკ-ი 17 იანვრის სხდომაზე იმსჯელებს.

რატომ გახდა საჭირო წყლის, გაზისა და დენის აბონენტად დარეგიოსტრირების ფასის ზრდა? რა ეღირება წყლის ახალ აბონენტად დარეგისტრირება? როდიდან ამოქმედდება ახალი აბონენტად რეგისტრაციის ახალი ფასი? - ამ კითხვებზე პასუხს  report.ge სემეკისგან ოფიციალურ პასუხს დღეს ელოდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system