თავში

წყლის ჰიბრიდულ ტარიფს ენერგოომბუდსმენი უარყოფითად აფასებს

წყლის ჰიბრიდულ ტარიფს ენერგოომბუდსმენი უარყოფითად აფასებს
წყლის ჰიბრიდულ ტარიფს ენერგოომბუდსმენი უარყოფითად აფასებს

2019 წელს დადგინდა ე.წ ,,ჰიბრიდული ტარიფი“ საოჯახო სასტუმროს მფლობელებისთვის, რომელიც უარყოფითად შეფასდა ენერგოომბიდსმენის მიერ. საზოგადოებრივი დამცველი არ ეთანხმება განსხვავებული ტარიფის დაწესებას საცხოვრებელი ფართის გაქირავებისთვის. მისი თქმით ეს დოსკრიმინაციული მიდგომაა, რაც სწორი არ არის.

ამის შესახებ სალომე ვარდიაშვილმა 2019 წლის ანგარიშის საჯარო წარდგენისას განაცხადა.

ცნობისთვის, წყლის ჰიბრიდული გადასახადი საოჯახო სასტუმროებზე მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად, აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას.

კომპანიის ცნობით, ამ ტიპის საოჯახო სასტუმრებს მოხმარებული წყლის საფასური ერთ-ერთი შემდეგი წესით ერიცხება:
1. ერთ შემთხვევაში საოჯახო სასტუმრო ისარგებლებს ერთი აღრიცხვის სისტემით - თუ საოჯახო სასტუმრო ერთი თვის განმავლობაში 25მ3-ზე ნაკლებ წყალს მოიხმარს, წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მოხმარება 25მ3-ზე მეტი იქნება, მხოლოდ გადაჭარბებულ ოდენობაზე გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.
2. მეორე შემთხვევაში ობიექტზე წყლის მოხმარება აღირიცხება ორი მრიცხველით - ბინის იმ ნაწილზე, სადაც თავად ცხოვრობს მფლობელი წყლის საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო იმ ნაწილზე, სადაც ხორციელდება ტურისტების მიღება და მომსახურება, წყლის საფასურს გადაიხდის არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

ენერგოომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა. ძირითადი გამოწვევაა არასათანადო მომსახურება, რაც გამოიხატება წყალმომარაგების ხშირ წყვეტებში, გეგმური და ავარიული სამუშაოების გაჭიანურებაში, დადგენილი გრაფიკების დაუცველობაში რეგიონულ ქალაქებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system