თავში

წყლის ორგანიზმების მოშენებას კანონი დაარეგულირებს

​წყლის ორგანიზმების მოშენებას კანონი დაარეგულირებს
წყლის ორგანიზმების მოშენებას კანონი დაარეგულირებს

წყლის ორგანიზმების (თევზი, მოლუსკები, კიბოსნაირები და წყლის მცენარეები) მოშენება საქართველოში შესაბამისი კანონმდებლობით დარეგულირდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით „აკვაკულტურის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.

წყლის ორგანიზმების მოშენება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე იქნება დასაშვები. 

კანონპროექტით განისაზღვრება აკვაკულტურის განხორციელების ძირითადი პრინციპები და სპეციალური მოთხოვნები. კანონპროექტი აგრეთვე განსაზღვრავს აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესსა და ნებართვის მფლობელის ვალდებულებებს. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭება 20 წლამდე ვადით. აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება.

კანონპროექტით დგინდება საქართველოს საზღვაო წყლებში ზონირების საფუძვლები. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობა განხორციელდება და აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზონებში, რომლის საზღვრებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

კანონპროექტის ამოქმედება 2021 წლიდან იგეგმება. მისი ინიციატორები არიან დეპუტატები: ნინო წილოსანი, კახაბერ კუჭავა, სულხან მახათაძე, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, ზაზა ხუციშვილი და პაატა გოგოხია.

 თევზების, მოლუსკების, კიბოსნაირების და წყლის მცენარეების მოშენება ნიშნავს მათ გამრავლებას ან ორგანიზმების რეგულარულ შენახვას, კვებას, ორგანიზმების დაცვას მტაცებლებისგან ან სხვა მსგავსი ჩარევებისგან ორგანიზმების ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლის განმავლოობაში. მოშენება, ასევე, მოიცავს მათზე ერთი ან მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system