თავში

წყლის სულადობრივი ანგარიშწორება მოსახლეობას ძვირი უჯდება

წყლის სულადობრივი ანგარიშწორება მოსახლეობას ძვირი უჯდება
წყლის სულადობრივი ანგარიშწორება მოსახლეობას ძვირი უჯდება

მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობის მიხედვით წყალმომარაგების სექტორი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა. ძირითადი გამოწვევაა არასათანადო მომსახურება, რაც გამოიხატება წყალმომარაგების ხშირ წყვეტებში, გეგმური და ავარიული სამუშაოების გაჭიანურებაში, დადგენილი გრაფიკების დაუცველობაში რეგიონულ ქალაქებში. 

ამის შესახებ სალომე ვარდიაშვილმა 2019 წლის ანგარიშის საჯარო წარდგენისას განაცხადა.

ენერგოომბუდსმენის თქმით, სასმელი წყლისთვის სულადობის მიხედვით ანგარიშწორებით მოსახლეობა უკმაყოფილოა. ეს ერთ-ერთი აქტუალური და ხშირი საფუძველია მომხმარებელთა პრეტენზიისთვის, ვინაიდან ირკვევა, რომ კონკრეტულ მისამართს მოქალაქეები მხოლოდ რეგისტრაციისთვის იყენებენ და ფაქტობრივად იქ არ ცხოვრობენ, მიუხედავად ამისა, სასმელი წყლის მოხმარებისთვის გადასახადი მაინც ეკისრებათ. აღნიშნული საკითხები არაერთხელ განიხილა ენერგოომბუდსმენის აპარატმა, რაც დადებითად დასრულდა.

შეგახსენებთ, წყლის გამრიცხველიანების პროცესიდ ედაქალაქში 2011 წლიდან დაიწყო. სპეციალისტების თქმით, გამრიცხველიანების პრინციპი მარტივი და სამართლიანია, რადგან, როგორც წესი, ის პოზიტიურადა ისახება თითოეული ოჯახის ბიუჯეტზე: როდესაც აბონენტს დამონტაჟებული აქვს მრიცხველი, ის უფრთხილდება და ზოგავს თავის ბიუჯეტს და სასმელ წყალსაც. წყლის გამრიცხველიანების პროცესი მოქმედებს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. 

ენერგოომბუდსმენის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის განმავლობაში საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 4497 კორესპონდენცია დარეგისტრირდა, კომპანიების მისამართით გაიგზავნა 2323 რეკომენდაცია, მარეგულირებელ კომისიაში 552 შუამდგომლობა, შედეგად ჩამოიწერა 754, 709 ლარი, 6 წლის განმავლობაში ჩამოწერილი თანხების ჯამი კი 12 მილიონ ლარზე მეტია.

2019 წლის განმავლობაში ენერგოომბუდსმენის აპარატში დაფიქსირდა ასობით განცხადება და ზარი, რომელიც ეხებოდა სწორედ მომსახურების სისტემატურ შეზღუდვას, და სასმელი წყლის დაბალი წნევით მიწოდების შემთხვევებს როგორც დედაქალაქში, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.

დაუძლეველ პრობლემად რჩება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე მიერთების ვადების დარღვევა. მნიშვნელოვნად გამოსწორდა წყალარინების ქსელზე მისაერთებელი მილის დიამეტრის განსაზღვრა, რაც მატერიალურ ზიანს აყენებდა მომხმარებლებს.

ენერგოომბუდსმენი უარყოფითად აფასებს საოჯახო სასტურმოებისთვის "ჰიბრიდული ტარიფის" ამოქმედებას და ამბობს, რომ ამგვარი ანგარიშსწორება დისკრიმინაციულია და უსამართლობის განცდას იწვევს მომხმარებლებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system