თავში

წყნეთის სამთავრობო აგარაკები იყიდება

წყნეთის სამთავრობო აგარაკები იყიდება
წყნეთის სამთავრობო აგარაკები იყიდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე დაბა წყნეთში არსებული სამთავრობო რეზიდენცია, აგარაკები გამოიტანა.

საინვესტიციო პირობებით, მყიდველი ვალდებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე ააშენოს სასტუმრო. მყიდველს შეუძლია განახორციელოს არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. ინვესტიცია, რომელიც მყიდველმა პროექტში უნდა განახორციელოს, არანაკლებ 20 მილიონი ლარია. 

წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია (13 შენობა-ნაგებობა) განთავსებულია 89,978 კვ.მ. ტერიტორიაზე, რომლის საწყისი ღირებულება 55,711,500 ლარად სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ“ შეაფასა.

აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია. 

პროექტის განხორციელების შედეგად, ეკონომიკის სამინისტრო 2 500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ელოდება, მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა კი, დაახლოებით 200 მლნ ლარი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system