თავში

თსუ-მ ტურიზმის ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამა დაიწყო

თსუ-მ ტურიზმის ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამა დაიწყო
თსუ-მ ტურიზმის ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამა დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამა დაიწყო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საფრანგეთის, ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი“ პრეზენტაციია გაიმართა. 

პრეზენტაციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

ქართულ-ფრანგული პროგრამის კურსდამთავრებულ თსუ-ს სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, რეგიონში პირველებმა მიიღონ თსუ-ს ტურიზმის მაგისტრის და ლუმიერის ლიონ 2 უნივერსიტეტის - ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის მაგისტრის ორმაგი დიპლომი.

სტუდენტები პირველი სამი სემესტრი თსუ-ში ისწავლიან, მეოთხე სემესტრის განმავლობაში ისინი თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ კურსს ლუმიერის ლიონ 2-ის უნივერსიტეტში და ლიონის ტურისტულ კომპანიებში გაივლიან. ფრანგულ ტურისტულ კომპანიაში პრაქტიკა ქართველი სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი იქნება.

როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, სამაგისტრო პროგრამა ,,ტურიზმი“ ხელს შეუწყობს კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system