თავში

ცუკერბერგს Facebook-დან წასვლისკენ მოუწოდებენ

ცუკერბერგს Facebook-დან წასვლისკენ მოუწოდებენ
ცუკერბერგს Facebook-დან წასვლისკენ მოუწოდებენ

Facebook-ის პროდუქტის ყოფილმა მენეჯერმა, ფრენსის ჰაუგენმა, რომელმაც კომპანიის საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა, მარკ ცუკერბერგს მოუწოდა თანამდებობიდან გადადგეს. მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს კომპანიას გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები და არ დახარჯოს რესურსები რებრენდინგზე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო  Reuters წერს.

„ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპანია შეიცვალოს, თუ მარკ ცუკერბერგი აღმასრულებელ დირექტორად დარჩევა", - განაცხადა ჰაუგენმა Web Summit-ის გახსნაზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობის ცვლილება არის "შანსი, რომ მართვის სადავეები საკუთარ ხელში სხვამ აიღოს". 

”ფეისბუქი უფრო ძლიერი იქნება იმ ადამიანის ხელში, ვინც მზად არის კონცენტრირება მოახდინოს უსაფრთხოებაზე”, - განაცხადა მან.

25 ოქტომბერს 17 ამერიკულმა გამოცემამ ერთდროულად გამოაქვეყნა Facebook-ის შიდა დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე გამოქვეყნებული სტატიები. პროექტს დაერქვა Facebook Papers, ანუ „ფეისბუქის არქივი“. აღნიშნული დოკუმენტები სწორედ ჰაუგენმა გაავრცელა.

პუბლიკაციების პირველი სერია, სახელწოდებით Facebook Files, ან Facebook Dossier, გამოქვეყნდა The Wall Street Journal-ის მიერ ოქტომბრის დასაწყისში. ამის შემდეგ, ჰაუგენმა ისაუბრა აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენაზე, სადაც მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა Facebook ბავშვებზე ნეგატიურ ზემოქმედებაში, საზოგადოების პროვოცირებასა და ამერიკული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system