თავში

გიორგი გახარია: თუ ქვეყანა ეკონომიკურად არ განვითარდა, გამოწვევები გაიზრდება

თუ ქვეყანა ეკონომიკურად არ განვითარდა, გამოწვევები გაიზრდება
გიორგი გახარია: თუ ქვეყანა ეკონომიკურად არ განვითარდა, გამოწვევები გაიზრდება

თუ ქვეყანა ეკონომიკურად არ განვითარდა, არ შეიქმნა ძლიერი საშუალო კლასი და არ გაძლიერდა პროფესიონალური ბიუროკრატია, გამოწვევები გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა უმთავრეს გამოწვევებად სამუშაო ადგილები, განათლება და ქვეყნის უსაფრთხოება დაასახელა და აღნიშნა, რომ უპირველესი პრიორიტეტი სწორედ ამ სირთულეებთან გამკლავებაა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულების ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების აუცილებლობას, რათა ქვეყანამ არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.

„ამ ნაწილში თქვენ, თქვენი განათლებით და კომპეტენციით, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგიძლიათ. მთავარია, როგორ მოვახერხოთ თქვენი ცოდნის გამოყენება დღეს, პრაგმატულად, იმისთვის, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ კონკრეტულ გამოწვევებს ვუპასუხოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში განათლების საერთაშორისო ცენტრის 50-მდე სტიპენდიანტი მონაწილეობდა. ინფორმაციას პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system