თავში

ტურინდუსტრია ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფი იქნება

ტურინდუსტრია ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფი იქნება
ტურინდუსტრია ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფი იქნება

"პრემიერ-მინისტრის დავალებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტურისტული ინდუსტრია ვაქცინაციის კონტექსტში პრიორიტეტული ჯგუფი იქნება, რადგან ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, რათა სრულიად მსოფლიომ შეიტყოს, რომ საქართველოს ტურისტული ინდუსტრია კოვიდ-უსაფრთხოა," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ძალიან სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას. აქედან გამომდინარე, სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაცია იმუშავებს სხვადასხვა ასოციაციასთან - ესენია ტურისტული ასოციაციები, რესტორატორთა ასოციაცია, სასტუმროების ასოციაციები.

„ვიმუშავებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების და მოხდება მათი, რასაკვირველია, ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაცია, რაშიც შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროც დაგვეხმარება. შედეგად ის ორგანიზაციები, კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა ჯანდაცვის სამინისტროს დაწესებული წესების დაცვით იქნება ვაქცინირებული და ჩაითვლება კოვიდ-უსაფრთხო სასტუმროდ, რესტორნად, კოვიდ-უსაფრთხო კომპანიად, ყველა ჩვენს საერთაშორისო პლატფორმაზე, ჩვენს ხელთ არსებული ყველა მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ მათ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის სასტუმრო თუ რესტორანი კოვიდ-უსაფრთხოა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system