თავში

ტურინდუსტრიის ალიანსი ზამთრის კურორტების გახსნას ითხოვს

ტურინდუსტრიის ალიანსი ზამთრის კურორტების გახსნას ითხოვს
ტურინდუსტრიის ალიანსი ზამთრის კურორტების გახსნას ითხოვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს თხოვნით, წარიმართოს პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, ერთიანი ძალებით შემცირდეს პანდემიის გავლენა ბიზნესზე, რათა გადამწყვეტი ბრძოლა კრიზისული სიტუაციის დასაძლევად და დარგის გადასარჩენად შედეგებზე ორიენტირებული იყოს.

"მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკისთვის ტურისტული ინდუსტრია ერთ-ერთი წამყვანი დარგია. შესაბამისად კორონავირუსის გავრცელების უარყოფითი ზეგავლენა უპირველესად ტურიზმის სექტორს შეეხო. პანდემიამ ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების და დარგის სპეციალისტების დიალოგი მთავრობას და მის ეკონომიკურ გუნდთან, დარგის მიერ ერთიანი, შეჯერებული ხედვის ადვოკატირება, პრიორიტეტული საკითხების არგუმენტირებულად ჩამოყალიბება და მთავრობისთვის მიწოდება. გასული თვეები ეკონომიკურ ჭრილში ძალიან რთული გამოწვევა აღმოჩნდა სექტორისთვის, რომელსაც ინდუსტრიის ათასობით პირდაპირი თუ ირიბი მოთამაშეები ყავს. დღეს, როდესაც პანდემიის მეორე ტალღის პირობებში ვიმყოფებით ცალსახად ავღნიშნავთ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უპირობო პრიორიტეტია. ამავე დროს გამოვდივართ რა ეკონომიკური ზეგავლენის მძიმე პირობებიდან ერთხმად ავღნიშნავთ, რომ ეკონომიკური პრობლემა საერთოა და ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო გამოწვევის დასაძლევად. კიდევ ერთხელ მოგვართავთ თხოვნით, წარიმართოს პრობლემებზე უფრო ღრმად ორიენტირებული და ეფექტური დიალოგი თქვენთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, ერთიანი ძალებით შევამციროთ პანდემიის გავლენა ბიზნესზე, რათა გადამწყვეტი ბრძოლა კრიზისული სიტუაციის დასაძლევად და დარგის გადასარჩენად შედეგებზე ორიენტირებული იყოს. აქვე მოგახსენებთ, რომ მოვიკვლიეთ ინდუსტრიის ფარგლებში გაერთიანებული ორგანიზაციების ეკონომიკურ-სოციალური სტატუსი და შესაბამის ანალიტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გთხოვთ გადახედოთ მიღებულ გადაწყვეტილებას, დაპირებისამებრ განახორციელოთ წერტილოვანი შეზღუდვები, გააუქმოთ ინდუსტრიის ჩაკეტვა და მოკლევადიან პერიოდში გადაიჭრას ყველა ის გამოწვევა, რომელიც ტურიზმში დასაქმებულთა წინაშე დგას:

 1. სარესტორნო სფეროს დახურვის გაუქმება;

(უახლოეს პერიოდში მიიღებთ სარესტორნო ბიზნესის მიმართვის წერილს).

2. სამთო კურორტების დახურვის დაუქმება და გახსნა რეგულაციების მკაცრი დაცვით;

3. საბანკო სესხების გადავადება 2021 წლის ზაფხულამდე, როგორც იურიდიული პირებისთვის, ასევე სექტორში დასაქმებულთათვის, ვინც დაკარგა სამსახური;

4. ტურიზმის აღდგენის პროცესის დეტალურად დასაგეგმად გთხოვთ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი ჩაერთვება შესაბამისი რეკომენდაციებით.

საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი მხარს უჭერს მთავრობის ყველა, დროულ და აუცილებელ ზომას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და კერძო სექტორის მხარდასაჭერად. ამავე დროს, ალიანსის თითოეული წევრი გამოხატავს სრულ მზაობას, ჩაერთოს ყველა არსებული ადამიანური რესურსით საერთო გამოწვევის დაძლევაში და ერთად შევიმუშაოთ დამატებითი მექანიზმები სექტორის გადასარჩენად.

თქვენი მხრიდან მხარდაჭერა და კომუნიკაცია კიდევ უფრო გაზრდის და გააძლიერებს ალიანსის, როგორც ძლიერი ინსტიტუტის როლს, რომლის ძირითადი სამომავლო მიზანი ტურიზმის მდგრადი და სტაბილური განვითარებაა," - აღნიშნულია ერთობლივ მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წევრები: საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, ტურიზმის ინსტიტუტი, საქართველოს ტურიზმის ნეთვორქი, საქართველოს სერთიფიცირებული გიდების ასოციაცია, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია, სამაცხე-ჯავახეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია, საქართველოს სომელიეთა ასიციაცია, ავია კომუნიკატორი, გუდაურის ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს ინკლუზიური ტურიზმის ცენტრი- პარსა, ბიოლოგიურ მეცნიერებათ ასოციაცია- ელკანა, საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციების ხელშეწყობის ცენტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, ააიპ ICC საქართველო, იაკობ გოგებაშვილის სახელობის ტელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, ააიპ თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაცია- ფრემა, პრო მოტიონ ჯორჯია, ააიპ ღვინო ბოლნისი, ააიპ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ცენტრი, APG საქართველო.

შეგახსენებთ, საქართველოს ტურიზმის ინდისტრიის ალიანსი ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების ინიციატივით პანდემიის პირობებში შეიქმნა, რომლის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს 2020 წლის 5 მაისს მოეწერა ხელი. დღეისთვის 27 ბიზნეს გაერთიანებითაა წარმოდგენილი. ალიანსის ორგანიზაციულ განვითარებას ხელს უწყობს USAID ეკონომიკური მმართველობის პროგრამა და USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოში.

ტურინდუსტრიის წარმომადგენლები ზამთრის კურორტებზე საბაგიროების ჩართვას მოითხოვენ. ხელმოწერების შესაგროველბალდ ამ მოთხოვნით ვრცელდება პეტიცია,

ზამთრის კურორტებმა წელს შეზღუდვების გამკაცრებით, მინიმუმ, 16 მილიონი ლარი იზარალეს. საქმე ისაა, რომ 2020-წლის 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე დაწესებული შეზღუდვების წესით, გაჩერებულია ყველა საბაგირო (როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის) მოძრაობა საქართველოს ოთხივე (გუდაური, ბაკურიანი, ჰაწვალი, გოდერძი) სამთო-სათხილამურო კურორტზე.

ზამთრის კურორტების გახსნას თებერვლიდან ვარაუდობენ.

სპეციალისტების ნაწილი ხელისუფლებას ზამთრის კურორტების გახსნას ეპიდვითარების პრევენციის მიზეზის გარდა სწორედ ზარალის მინიმალიზების მიზნითაც არ ურჩევს. ტურიზმის სფეროს სპეციალისტმა ნიკა კვარაცხელია ამბობს, რომ ზამთრის ტურზმი მოითხოვს ძალიან დიდ ხარჯს, ხოლო მომსახურების გაქტიურება ეპიდემიური სიტუაციის გამო ნაკლებად სავარაუდოა, რის გამოც დარგმა, შეიძლება, ზარალი განიცადოს.

"ზაფხულში სეზონის გახსნამაც დაგვანახა, შეცდომა დავუშვით და იგივე არ უნდა განმეორდეს, მით უმეტეს, როცა ცუდი გამოცდილება მივიღეთ," - ამბობს ექსპერტი. 

პოსტპანდემიურ პერიოდში გამაჯანსაღებელი ტურიზმის ზრდას ელოდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system