თავში

ტურინდუსტრიის ვაქცინაცია 3 დღეში დაიწყება

ტურინდუსტრიის ვაქცინაცია 3 დღეში დაიწყება
ტურინდუსტრიის  ვაქცინაცია 3 დღეში დაიწყება

3 დღეში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციის პროცესში ჩართვას შეძლებენ. ამის შესახებ რესტორნების ასოციაციის დამფუძნებრლმა, შოთა ბურჯანაძემ, ეკონომიკის მინისტრთან დარგის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლების რეგისტრაციისთვის სპეციალური პორტალი ამოქმედდება, სადაც დასაქმებულები დარეგისტრირებას ხვალიდან შეძლებენ. ამასთან დარგის წარმოამდგენლების აცრა "ასტრაზენეკას", "სინოფარმის" და "სინოვაკის" ვაქცინით იგეგმება.

„სფეროს წარმომადგენლებს, ვისაც აცრის სურვილი ექნება, 3 დღეში ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მიეცემათ. ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია და გადარჩენის ერთადერთი გზაა“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ტურობიექტებს, რომელთაც აცრილი თანამშრომლები ჰყავთ, რეკლამირებაში დაეხმარებიან, ანუ მთავრობა უფასო მარკეტინგულ სერვისს გაუწევს. კომპანიების სია დაინტეგრირდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტურისტულ ვებ-პლატფორმასა და ყველა სოციალურ ქსელში, მათ შორის მარკეტინგულ კამპანიებში, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე ვახორციელებთ და ამ სიას დაინტერესებული პირები გაეცნობიან. 

ტურიზმის აღდგენის უმთავრეს წინაპირობად ვაქცინაცია სახელდება, თუმცა რესტორატორთა ასოციაციის შეფასებით, ვაქცინაცია ტურიზმის აღდგენას ხელს ვერ შეუწყობს, თუ შეზღუდვები არ შემსუბუქდება. შოთა ბურჯანაძის თქმით, აცრებს მნიშვნელობა დაეკარგება თუ სფერო აღარ იარსებებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე სექტორის ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობები და აგრეთვე დარგის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები განიხილება.

ტურინდუსტრია ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაცია, მათ შორის, ტურიზმის სექტორის, უფრო გაამყარებს აღნიშნული სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system