თავში

ტურისტებს შეზღუდვებზე მეტად უსაფრთხოება აინტერესებთ - ნათია თურნავა

ტურისტებს შეზღუდვებზე მეტად უსაფრთხოება აინტერესებ
ტურისტებს შეზღუდვებზე მეტად უსაფრთხოება აინტერესებთ - ნათია თურნავა

"ტურისტებს შეზღუდვები არ უკვირთ. მეტიც, ტურისტები ამ ბოლო დროს მეტად კითხულობენ, რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა, რამდენად იცავს სხვადასხვა პროტოკოლს და ა.შ. ქვეყანა, სადაც ელემენტარული შეზღუდვები არ არის დაცული, ეჭვს გამოიწვევს", - ასე პასუხობს ნათია თურნავა ბიზნესის მოთხოვნას კომენდანტის საათის გაუქმებისა და შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნაზე. მისი თქმით, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე მთავრობა შეზღუდვებს გადახედავს.თურნავას თქმით ეს შეეხება ყველა შეზღუდვას, მათ შორის ,ე.წ. კომენდანტის საათს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ღამით გადაადგილების შეზღუდვა და "კომენდანტის საათი" სხვა ქვეყნებშიც არის დაწესებული, ამიტომ ტურისტებს მსგავსი შეზღუდვები არ უკვირთ, თუმცა მინისტრი იზიარებს მოსაზრებას, რომ შაბათ-კვირას დაკეტილი რესტორნები დისკომფორტს წარმოადგენს.

"ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და შაბათ-კვირის შეზღუდვები არ არის ქართული ნოუ-ჰაუ; მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მიმართავს ამ შეზღუდვებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, არც ტურისტებს უკვირთ, რომ მსგავსი სახის შეზღუდვა იქნება. მეტიც, ტურისტები ამ ბოლო დროს მეტად კითხულობენ, რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა, რამდენად იცავს სხვადასხვა პროტოკოლს და ა.შ. ქვეყანა, სადაც ელემენტარული შეზღუდვები არ არის დაცული, ეჭვს გამოიწვევს. იმაშიც გეთანხმებით, რომ გარკვეულ დისკომფორტს ქმნის ის, რომ ჩვენი მოქალაქეები და სტუმრები ვერ სადილობენ რესტორნებში. ეს, რა თქმა უნდა, ამ სექტორისთვის დარტყმაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოესი ორი კვირის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვნახავთ დადებითობის მაჩვენებელს და შევძლებთ, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system