თავში

კორონავირუსის მიუხედავად ტურისტული ვიზიტების რაოდენობა თებერვალში გაიზარდა

ტურისტული ვიზიტების რაოდენობა თებერვალში გაიზარდა
კორონავირუსის მიუხედავად ტურისტული ვიზიტების რაოდენობა თებერვალში გაიზარდა

თებერვალში, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 257,547 შეადგინა, რაც 9,842-ით მეტია 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +4%). 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

2020 წლის თებერვალში, 466,409 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -0.7%.

საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 386,859 შეადგინა, კლება -0.6%.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი:

აზერბაიჯანი (+12.8%), თურქეთი (+3.8%), სომხეთი (-18.2%) რუსეთი (-25%).

ბოლო მონაცემებბით, საქართველოში თებერვალში ჩინეთიდან 951 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 59.5 პროცენტით ნაკლებია.

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
2020 წლის თებერვლის დეტალური სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

ევროკავშირის ქვეყნები: ესტონეთი +161.5%, პოლონეთი +84.8%, იტალია +81.2%, საფრანგეთი +52.4%, გერმანია +38% და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +58.5%, ბელარუსი +52.3% ისრაელი +39.5%, აშშ +29.1%, საუდის არაბეთი +17.7% და სხვა.

როგორც REPORT.GE-ს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში აქტიური მარკეტინგული კამპანიები განხორციელდა ისეთ მაღალგადახდისუნარიან ტურისტულ ბაზრებზე, როგორიცაა აშშ, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ისრაელი, დასავლეთ ევროპა, სკანდინავიის სახელმწიფოები, პოლონეთი და სხვა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინა თვეებში ჩატარებული სწორი მარკეტინგული აქტივობების შედეგად ტურისტული ნაკადების ზრდის პოზიტიური ტენდენცია მივიღეთ იმ ქვეყნებიდან, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა მარკეტინგული კამპანიები, რომელიც მოიცავდა როგორც სატელევიზიო, ონლაინაქტივობებს, პრეს და გაცნობით ტურებს, ასევე პრეზენტაციებსა და B2B შეხვედრებს. მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე გატარებული ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიის შედეგად თებერვლის თვის ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი +4 %-ით გაიზარდა“, - აცხადებენ ტურიზმის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, საქართველოს სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეჩერებული აქვს ირანთან და ჩინეთთან. იტალიასთან სახმელეთო მიმოსვლა შეჩერებულია, თუმცა ავიამიმოსვლა ამ დრომდე გრძელდება. ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი იტალიიდან თბილისის მიმართულებით რეისებს ამცირებს, ქუთაისის მიმართულებით კი 1 თვით აჩერებს.

იტალიასთან ტრენების არ შეწყვეტას მთავრობა იმით ხსნის, რომ საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებიდან სამსობლოში მაინც დაბრუნდებიან და ეს მათ გაკონტროლებას უფრო გაართულებს.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა ქვეყანაში 30 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 143 ახალი შემთხვევა. სულ კორონავირუსით ჩინეთში 3 043 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 60 500-ს აჭარბებს. გამოჯანმრთელდა 53 700-ზე მეტი პაციენტი.

კორონავირუსის შემთხვევები დღეისათვის მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი. ვირუსმა მსოფლიოში 3385 ადამიანი იმსხვერპლა. აღრიცხულია ინფიცირების 98 400-ზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 55 600-ს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system