თავში

ტურიზმი საქართველოში პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება

ტურიზმი საქართველოში პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება
ტურიზმი საქართველოში პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება

„ტურიზმი ჩვენი ქვეყნის მშპ-ის 8%-ს შეადგენდა, შესაბამისად, ის ეკონომიკის აღდგენის გეგმაში ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პანდემიამ ყველაზე მეტად სწორედ ტურიზმი და მისი მომიჯნავე სფეროები დააზარალა. რადგან პანდემიამდე საქართველოში ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი ტურიზმი იყო, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის გეგმაში მთავრობა ამ დარგს პრიორიტეტულ მიმართულებად ტოვებს. 

„ჩვენ მოწმენი ვართ შემოსავლების უპრეცენდენტო შემცირების, უმუშევრობის ზრდისა და მნიშვნელოვანი ინდუსტრიების შესუსტების. თქვენი ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს შეაკავოს პანდემია და სწრაფად აღადგინოს ეკონომიკური სტაბილურობა. პანდემიის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა ტურიზმის სექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშპ-ის 8%-ს შეადგენდა, შესაბამისად, ის ეკონომიკის აღდგენის გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ვაქცინაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი ეკონომიკის უსაფრთხო და სწრაფი აღდგენის სტრატეგიაში“, - განაცხადა დეპუტატმა.

2020 წელს ტურიზმიდან საქართველომ 526.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. შარშან ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 84%-ით არის შემცირებული. ქვეყანამ 2019 წელს 3.269 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2020 წლის დეკემბერში საქართველოში ჯამში 49 260 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 90.8 პროცენტით ნაკლებია. უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი შემცირების მიზეზად კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვა სახელდება. 1 თებერვლიდან ქვეყანა საჰაერო საზღვრებს ხსნის. 

საქართველოში ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს პროექტზე მსჯელობენ. 

მთავრობა ვაქცინირებული ტურისტების მოსაზიდად გეგმას ადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system