თავში

ტურიზმიდან საქართველომ 526.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

ტურიზმიდან საქართველომ 526.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო
ტურიზმიდან საქართველომ 526.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

2020 წელს ტურიზმიდან საქართველომ 526.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ანალიტიკურ ანგარიშში. 

სებ-ის ცნობით, ამ შემოსავალის უდიდესი ნაწილი 427.5 მლნ დოლარი 2020 წლის პირველ კვარტალში, „ლოქდაუნის“ გამოცხადებამდეა მიღებული. დანარჩენი 9 თვის ჯამური შემოსავალი 99 მლნ. დოლარია, რაც ბევრად ნაკლებია პანდემიამდე 1 თვეში მისაღებ შემოსავალზე.

მონაცემები აჩვენებს 2020 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 84%-ით არის შემცირებული. ქვეყანამ 2019 წელს 3.269 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.

პანდემიამ ტურიზმი შარშან $2.743 მილიარდით აზარალა.

2020 წლის 11 თვის განმავლობაში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი საქართველოს 82%-ით შეუმცირა. 

თავად ტურიზმი კი ქვეყანაში 81%-ითაა შემცირებილი. 2020 წლის ტურიზმის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ წლიურად 7,608,656-ით, ანუ 81%-ით იკლო და 1,749,308 შეადგინა. ამ მონაცემით ქვეყანა 2010 წლის დონეზე დაბრუნდა, ანუ საქართველომ გასულ წელს დაახლოებით იმდენი ვიზიტორი მიიღო, რამდენიც 2010 წელს.

10 ქვეყნის სია, საიდანაც საქართველოში 2020 წელს ყველაზე მეტი ვიზიტები განხორციოელდა ასე გამოიყურება:

1 თურქეთი - 335 949 ვიზიტორი, კლება წინა წელან -71,0% ;
2 აზერბაიჯანი - 295 175 ვიზიტორი, კლება წინა წელან -80,7% ;
3 სომხეთი - 261 295 ვიზიტორი, კლება წინა წელან -80,9% ;
4 რუსეთი - 209 169 ვიზიტორი, კლება წინა წელან -85,8% ;
5 საქართველო (არარეზიდენტი) - 140 848 ვიზიტორი, კლება წინა წელან -71,2% ;
6 უკრაინა - 42 428 ვიზიტორი, კლება წინა წელან -79,6% ;
7 ისრაელი - 25 791 ვიზიტორი, კლება წინა წელან -87,4% ;
8 ირანი - 17 053 ვიზიტორი, კლება წინა წელან -88,0% ;
9 უზბეკეთი - 14 470 ვიზიტორი, კლება წინა წელან -13,8% ;
10 ბელარუსი - 14 340 ვიზიტორი, კლება წინა წელან -78,3% ;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system