თავში

ტურიზმის 2019 წლის მაჩვენებლებთან გათანაბრებას ქვეყანა 2023 წლისთვის მოახერხებს

ტურიზმის 2019 წლის მაჩვენებლებთან გათანაბრებას ქვეყანა 2023 წ
ტურიზმის 2019 წლის მაჩვენებლებთან გათანაბრებას ქვეყანა 2023 წლისთვის მოახერხებს

დღეიდან ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და აჭარის შავიზღვისპირეთი ტურისტების მოლოდინშია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ მოლოდინები პოზიტიურია და მნიშვნელოვანია ტურისტების მიღება რეგულაციებს სრული დაცვით მოხდეს.

"დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა ზაფხულის ტურისტული სეზონი, მოლოდინები ძალიან პოზიტიური და მაღალი გვაქვს. იქედან გამომდინარე, თუ კი არსებულ ვითარებას დავაკვირდებით იგივე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტთან მიმართებაში კვირაში 60-მდე რეისი სრულდება და მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან პირდაპირი წვდომა აქვს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა უკრაინა, ყაზახეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი. რომელიც იმავდროულად ჩვენს მიზნობრივ ბაზრებს წარმოადგენს. გარდა ამისა ამ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვეწევით. ასევე მნიშვნელოვანია შიდა ტურისტული ნაკადის წილიც.თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ვართ ძალიან ფრთხილები და თანმიმდევრულები იგივე ეპიდემიოლოგიური ვითარების დადებითობის შენარჩუნების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ სეზონზე ყველამ დაიცვას არსებული რეგულაციები და წესები, რომელიც ქვეყანას აქვს ტურისტებთან მიმართებაში. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ მარკეტინგული აქტივობების განხორციელების კუთხით, მეორეს მხრივ პოზიტიური მოლოდინები გაქვს, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს ტურისტული ნაკადები ქვეყანაში", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ 2019 წლის მაჩვენებლებთან გათანაბრებას ქვეყანა 2023 წლისთვის მოახერხებს.

"2019 წლის მონაცემებს რაც შეეხება, 2019 წელი ტურიზმის მხრივ უპრეცენდენტო იყო, ძალიან მნიშვნელოვანი მატება იყო და შესაბამისად სრულად აღდგენას ვპროგნოზირებთ 2023 წლისთვის. თუმცა მანამდე მაჩვენებლებთან მიახლოება მოხდება", - განმარტავს ჯანიაშვილი.

როგორც ცნობილია, 1-ელი ივნისიდან საქართველომ საზღვრები გახსნა და მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში შემოსვლა ვიზიტორებს სახმელეთო გზითაც შეუძლიათ. თუმცა საზღვრების გახსნიდან 15 დღეა გასული და შესაბამისად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ტურისტების შემოდინების კუთხით, ივნისის სტატისტიკის გამოქვეყნებამდე, ზუსტი ეფექტის დანახვა უჭირთ.

"გასულ წელს თუ შევადარებთ მატება 300%-ზე მეტია, თუმცა 1-ლი ივნისიდან ანუ სახმელეთო საზღვრების გახსნიდან ყოველდღიურ ტენდენციას ვაკვირდებით. უახლოესი პერიოდი გვაქვს იმისათვის, რომ რაღაც კონკრეტული მაჩვენებელი დავდოთ. მნიშვნელოვანია იგივე ივნისის თვეს შევხედოთ, რათა მატების მაჩვენებელი თვალნათლივ დავინახოთ", - ამბობს ჯანიაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system