თავში

ტურიზმის აღდგენის უმთავრეს წინაპირობად ვაქცინაცია სახელდება

ტურიზმის აღდგენის უმთავრეს წინაპირობად ვაქცინაცია სახელდება
ტურიზმის აღდგენის უმთავრეს წინაპირობად ვაქცინაცია სახელდება

"ჩვენი მთავარი მიზანია, ტურიზმი აღდგეს ძალიან თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯებით იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შევძლოთ ნაკადის მიღება და შენარჩუნება",- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა. 

მისი აზრით, ტურიზმის აღდგენის უმთავრესი წინაპირობა ვაქცინაციაა.

„ნებაყოფლობითი ვაქცინაცია და ტურისტული სექტორის პრიორიტეტულ ჯგუფად გამოცხადება არის ამ ყოველივეს წინაპირობა. შესაბამისად, ჩვენ დღეს განვიხილავთ პროცესს, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კორდინაციის საკითხს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად და გაორმაგებულად მოხდეს სექტორში დასაქმებულთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, რაც ერთი მხრივ, საშუალებას მოგვცემს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება გავაკეთოთ უსაფრთხო მოგზაურობის. ასევე იმ ობიექტებს ხელი შევუწყოთ, რომ რეკლამა გაუკეთონ თავიანთ ობიექტებს, როგორც უსაფრთხო ტურიზმის ობიექტს. უშუალოდ ამ კომპანიების სია დაინტეგრირდება ჩვენს ტურისტულ ვებ-პლატფორმაზე, ყველა სოციალურ ქსელში, მათ შორის მარკეტინგულ აქტივობაში, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე ვახორციელებთ, ამ სიის გაზიარება მოხდება დაინტერესებული პირებისთვის“,-განაცხადა ჯანიაშვილმა.

ტურინდუსტრია ვაქცინაციისას პრიორიტეტული ჯგუფი იქნება. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაცია, მათ შორის, ტურიზმის სექტორის, უფრო გაამყარებს აღნიშნული სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს. დღეიდან ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ფლაიარისტანი“ ყაზახეთიდან საქართველოში 3 მიმართულებით (ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი) იფრენს. ასევე რეგულარულ რეისებს ახორციელებს უკრაინის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „სქაიაფ ეარლაინზი“. მალე საქართველოს ბაზარზე პირველად შემოვა გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავი „ევროვინგსი“.

დღეს, 15:00 სთ-ზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე განიხილება აღნიშნული სექტორის ნებაყოფლობითი, მაგრამ ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობები და აგრეთვე დარგის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილიც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system