თავში

ტურიზმის ალიანსი: მზად ვართ ახალი პროდუქტების შესაქმნელად

ტურიზმის ალიანსი: მზად ვართ ახალი პროდუქტების შესაქმნელად
ტურიზმის ალიანსი: მზად ვართ ახალი პროდუქტების შესაქმნელად

"მზად ვართ, რომ ახალი სერვისების პროდუქტების შესაქმნელად ახლავე დავიწყოთ მუშაობა, რათა როდესაც დასრულდება და დიდი იმედი მაქვს, სწრაფად დასრულდება კრიზისული სიტუაცია, სწრაფად ჩავერთოთ განახლებული ტურისტული მიმართულებების განვითარებაში", - ამის შესახებ ტურიზმის ალიანსის წარმომადგენელმა თამუნა თანდაშვილმა პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორში მოქმედი ასოციაციების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე პრიორიტეტად დასახელდა ტურიზმის კანონპროექტზე მუშაობა, რომლის განახლებული ვერსიაც მალე იქნება ხელმისაწვდომი. 

"კარგი სიახლე არის ის, რომ სისტემური „ლოქდაუნი“ არ იქნება, ჩვენი ინდუსტრიისთვის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასევე, ამ ალიანსში გაერთიანებულია ტურიზმის სფეროს თითქმის ყველა წარმომადგენელი ასოციაცია და 5 000-ზე მეტი ადამიანი, შესაბამისად, ის ინსტრუმენტები რაც აქვს ალიანსს ჩვენ შევთავაზეთ ბატონ პრემიერ-მინისტრს რომ შესაძლებელია, იყოს გამოყენებული სახელმწიფოს ინტერესებისათვის. ბუნებრივია, სახელმწიფოს რესურსები არ არის შეუზღუდავი და დახმარების ის პაკეტები, რომლებიც სხვადასხვა სფეროზეა გათვალისწინებული, პრიორიტეტულად მათ შორის „ჰორეკა სექტორსა“ და ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system