თავში

ტურიზმის ბიუჯეტი შემცირდა

ტურიზმის ბიუჯეტი შემცირდა
ტურიზმის ბიუჯეტი შემცირდა

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტი 12,680,000 ლარით განისაზღვრა რაც მნიშნველოვანი კლებაა 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით. 

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ახლანდელი დეპუტატი, მარიამ ქვრივიშვილი, განმარტავს,  კლება განპირობებულია იმ რთული ეკონომიკური მდგომარეობით რაც პანდემიამ გამოიწვია, თუმცა ტურიზმის ინდუსტრიის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო ფინანსთა მინისტრისთვის დამესვა კითხვა მოხდება თუ არა ტურიზმის ადმინისტრაციის ბიუჯეტის გაზრდა თუ კი ქვეყანაში დადებითი დინამიკა შენარჩუნდება (ვაქცინაციით და გლობალური ეპიდ. მდგომარეობის დასტაბილურებით).

"მნიშვნელოვანია ამ თემაზე დღესვე ხმამაღლა მსჯელობა, რადგან ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია რომ ტურიზმის ადმინისტრაცია არსებული მცირე ბიუჯეტით შეძლებს განახორციელოს ეფექტური და კონკურენტუნარიანი საერთაშორისო კამპანიები, ახალი პროექტები და ახალი მიდგომებით დაიწყოს ქვეყნის პოზიციონირება პოსტ-პანდემიურ საერთაშორისო სამოგზაურო ბაზარზე (ბუნებრივია სწორ დროს, სწორ სამიზნე ჯგუფებზე). რაც ყველაზე მნიშნველოვანია, უნდა გვახსოვდეს რომ 2021 წელს ეფექტური პოლიტიკის შედეგს 2022 წელს მივიღებთ, ამიტომ ტურიზმის ადმინისტრაციის ძალიან კომპეტენტურმა გუნდმა უნდა შეძლოს სწორ დროს, ეფექტური სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ამუშავება კერძო სექტორთან ერთად - რისთვისაც საკმარისი ფინანსური რესურსი აუცილებლად დასჭირდება. რაც მთავარია, ფინანსთა მინისტრისგან დღეს მივიღეთ დასტური ჩემს კითხვაზე რომ დამატებითი თანხების მობილიზება მოხდება როგორც კი ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედების პერსპექტივები გამოიკვეთება. როგორ და რა ფორმით დაიხარჯება თანხები - ამაზე ტრადიციულად ყველა ერთად ვიმსჯელებთ. იქნება ეს ნაწილობრივ ფრენების სუბსიდირება თუ/და პროაქტიული მარკეტინგული კამპანიები სამიზნე ქვეყნებში რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის სწრაფ აღდგენას და მდგრად განვითარებას," - განმარტავს ქვრივიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system