თავში

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფინალისტები 6 დეკემბერს დაჯილდოვდებიან

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფინალისტები 6 დეკემბერს დაჯილდოვდებიან
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფინალისტები 6 დეკემბერს დაჯილდოვდებიან

"Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების" ჟიურის წევრთა საბოლოო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დამოუკიდებელი აუდიტის BDO საქართველოს მეთვალყურეობის ქვეშ 2019 წლის ფინალისტები დასახელდნენ. გამარჯვებულები კი 2019 წლის, 6 დეკემბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან.

ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამარჯვებულები გამოვლინდება 26 განსხვავებულ ნომინაციაში: "საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში". ასევე, გამოვლინდებიან გამარჯვებულები 2019 წლის ახალ კატეგორიებშიც: „საუკეთესო ავიაკომპანია“, „საუკეთესო ტრადიციული რეწვა“, „საუკეთესო ნიშური ტურიზმი“, „საუკეთესო სოფლის ტურიზმი“, „საუკეთესო მცირე მეღვინეობა“. წელს პირველად დასახელდება კომპანია სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილ ნომინაციაში- „H2O Water Saving Award” . ასევე დაწესდება სპეციალური პრიზი - Khetsuriani Trophy.

ღონისძიებას დაესწრება 700-მდე სტუმარი, მათ შორის, საუკეთესო სასტუმროების, რესტორნების, ღვინის ქარხნების, მაღალი რანგის წარმომადგენლები, ბაზრის წამყვანი დეველოპერები, ქვეყნის ძირითადი საწარმოები, მთავრობის, ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, სასტუმროს ოპერატორები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და მედია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system