თავში

ტურიზმის გარეშე, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 1%-ის ფარგლებში ვარაუდობენ

ტურიზმის გარეშე, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას
ტურიზმის გარეშე, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 1%-ის ფარგლებში ვარაუდობენ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ თუ ტურიზმი საერთოდ არ აღდგა, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იქნება.

საქართველოს პირველი ბანკირის ოპტიმისტური პროგნოზით, ზრდა 4%-ის ფარგლებში იქნება.

„პანდემიის მიმდინარეობის და გლობალური შეზღუდვების გახანგრძლივების შემთხვევაში, თუ ასეთი რამ მოხდა, დაზარალდება ეკონომიკა. ეს გაახანგრძლივებს შეზღუდვებს, ცუდად იმოქმედებს მობილობაზე, რაც გამოიწვევს ეკონომიკის გაჯანსაღების შენელებას. ამ შემთხვევაში, თუ ტურიზმის აღდგენა საერთოდ არ მოხდა, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იქნება. თუ დავუშვებთ, რომ ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდება და წლის მეორე ნახევარში ტურიზმი ეტაპობრივ აღდგენას დაიწყებს, მაშინ 2021 წელს ეკონომიკის ნაწილობრივ გაჯანსაღებას ველოდებით, დაახლოებით 4%-ის ფარგლებში“ - ამბობს გვენეტაძე. 

ცნობისთვის, საერთაშორისო ტურიზმის სექტორის მოგება 74%-ით შემცირდა, ხოლო ზარალი 2020 წელს $1,3 ტრილიონს გაუტოლდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სექტორის შარშანდელი ზარალი 2009 წლის ეკონომიკური კრიზისის დროინდელ ზარალს 11-ჯერ აღემატება. ინდუსტრიაში საშუალო და მცირე ბიზნესს 100-დან 120 მილიონამდე სამუშაო ადგილი შეუმცირდა.

საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზით, საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრია 2019 წლის მაჩვენებელს 2-4 წელიწადში დაუბრუნდება.

რაც შეეხება, საქრთველოს, 2020 წელს ტურიზმიდან საქართველომ 526.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2020 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 84%-ით არის შემცირებული. ქვეყანამ 2019 წელს 3.269 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. პანდემიამ ტურიზმი შარშან $2.743 მილიარდით აზარალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system