თავში

ტურიზმის ინდუსტრია მზადაა ტურისტებს მოემსახუროს - ნათია თურნავა

ტურიზმის ინდუსტრია მზადაა ტურისტებს მოემსახუროს - ნათია თურნავა
ტურიზმის ინდუსტრია მზადაა ტურისტებს მოემსახუროს - ნათია თურნავა

17 მაისიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაFlynas რეგულარულ რეისებს განაახლებს. რეისები რიადიდან, ჯედადან და დამამიდან შესრულდება. 

„ჩვენ მივესალმებით საუდის არაბეთის ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე დაბრუნებას, რომელიც ადგილობრივი ტურისტული სექტორისთვის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტორებს ჩამოიყვანს. საქართველოს ტურისტული ინდუსტრია მზადაა საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად, მათ შორის, ყურის ქვეყნებიდან. ჩვენ აქტიურად ვეხმარებით ეროვნულ ტურისტულ ინდუსტრიას, რომ მათ უსაფრთხოდ და კოვიდ-რეგულაციების დაცვით შეძლონ ტურისტების მომსახურება. საქართველო პირველია რეგიონში, რომლის ტურიზმის ინდუსტრიაც მზადაა ვაქცინირებული თანამშრომლებით საერთაშორისო ტურისტებს უმასპინძლოს. მოხარული ვართ, რომ ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე ბრუნდებიან ვიზიტორები არა მხოლოდ ჩვენი ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ავიარეისები Airbus 319 და 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system