თავში

ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკის კლებაზე

ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკის კლებაზე
ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკის კლებაზე

ეკონომიკის 4%-იანი ვარდნის პროგნოზს სპეციალისტების ნაწილი ემიჯნება. ეპიდემიის მასშტაბისა და შექმნილი ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ ეკონომიკაში ვარდნის ტემპი გაცილებით მასშტაბური იქნება, მით უმეტეს ისეთ სიტუაციაში, როცა ქვეყნის ეკონომიკა წლების განმავლობაში ტურიზმზე იყო დამოკიდებული. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პროგნოზი ამ მხრივ საკმაოდ ოპტიმისტური ჩანს. როგორც ჩანს, კობა გვენეტაძე საქართველოს მთავრობისა და სავალუტო ფონდის გათვლებს ეთანხმება და აცხადებს, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკაში ვარდნა 4% იქნება. 

სოსო არჩვაძე კი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მეტი ნიშნულით შემცირდება.

,,ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სავალუტო ფონდის ნათქვამი გაიმეორა. როცა ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკაში კლება 4%-იანი იქნება, უნდა ვილოცოთ, რომ მეტი არ იყოს. თუმცა ძალიან ოპტიმისტური განცხადებაა და ვფიქრობ, რომ შეიძლება მეტადაც შემცირდეს. იმ სახელმწიფოებს, სადაც ტურიზმის როლი ეკონომიკაში მაღალია, ყველაზე მეტი ეკონომიკური კლება ემუქრება და საქართველოც ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა. ამიტომ მეტი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ფაქტია, რომ ეპიდემიამ ეკონომიკური პარამეტრები საგრძნობლად გააუარესა. ეკონომიკური ვარდნის დონე საბოლოდ ვირუსის გავრცელების ხანგძლივობასა და კრიზისის სიღრმეზა დამოკიდებული. ჩემი აზრით, კლება დაახლოებით 15-20%-ის ფარგლებში გვექნება, თუ არ მოხერხდება ვითარების დასტაბილურება უახლოეს 2-3 თვეში. ზრდაზე საუბარი კი დიდი ხნის განმავლობაში არ შეგვეძლება", - განმარტავს სტატისტიკოსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system