თავში

ტურიზმის როლს ეკონომიკაში პრემიერი განმარტავს

ტურიზმის როლს ეკონომიკაში პრემიერი განმარტავს
ტურიზმის როლს ეკონომიკაში პრემიერი განმარტავს

"რა თქმა უნდა, ისედაც ვიცოდით და კრიზისმა გვაჩვენა, დაგვიდასტურა, რომ ქვეყანა არ უნდა იყოს მხოლოდ ტურიზმზე ჩამოკიდებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ტურიზმს უნდა დავანებოთ თავი," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ტურიზმში დასაქმებული ადამიანების პროფილის შეცვლას არ გეგმავს.

"ტურიზმის ეფექტი საქართველოში რა არის? ტურიზმი არის შედარებით დაბალ კაპიტალმოცულობით სწრაფად განვითარებადი დარგი, რომელსაც აქვს დიდი გადაცემის ძალა და რაც უფრო სწრაფად იზრდება ტურისტების ოდენობა, ტურიზმის მიერ შემოტანილი ფინანსური რესურსი ჩადის ფერმერების დონეზე. ამიტომ, ტურიზმი ერთგვარი დაზღვევაა, უარი არ უნდა ვთქვათ, თუმცა, შემდგომ უკვე ტურიზმის მიერ წარმოშობილი მოთხოვნა როგორ დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი წარმოებით, ეს უნდა იყოს ძირითადი და შემდგომ უკვე ამას უნდა მიყვეს ადგილობრივი წარმოების გაძლიერების პროგრამები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე განმარტა, რა პროცედურების გავლა მოუწევს ტურისტს საქართველოში ჩამოსვლისას.

"საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72- საათიანი PCR ტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ საქართველოში არ შემოვა," - განმარტა მან.

მთავრობის მეთაურის მტკიცებით, საქართველოც უზრუნველყოფს სწრაფი PCR ტესტების ჩატარებას იმ ერთეული ტურისტებისთვის, ვისაც ქვეყანაში შემოსვლამდე მსგავსი შემოწმება გავლილი არ ექნება.

„ეს ტექნოლოგიური პროტოკოლები უკვე დამუშავებუალია მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად და ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში. მაგალითად, საქართველოში შემოსულ ტურისტს უნდა ჰქონდეს აქტუალური 72- საათიანი PCR ტესტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბრალოდ საქართველოში არ შემოვა. მოგეხსენებათ, რომ ევროპაში უკვე კოვიდპასპორტის თემას განიხილავენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქვეყანაშიც შევქმნით შიგნით ამ PCR ტესტების აღების შესაძლებლობას, ასეთი შემთხვევები თუ იშვიათად გვექნება, რომ ჩამოსულ ადამიანს ასეთი ტესტი გაკეთებული არ ექნება, მაგრამ ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები ქვეყანაში შემოვლენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი წესი იქნება დაცული. გარდა ამისა, ეს ორგანიზებული ტურისტული ჯგუფები მოხვდებიან კონკრეტულ სასტუმრო კომპლექსებში, რომლებსაც ასევე ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული კონკრეტული ნებართვა შემოწმების შემდგომ, რომ ისინი ითვალისწინებენ და იქ დანერგილია ყველა პროტოკოლი. სხვა შემთხვევაში ჩვენ, უბრალოდ, რეპუტაციულად ჩვენი ტურიზმის ბრენდსა და სექტორს ვაყენებთ რისკის ქვეშ. ტურიზმში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდის სიძლიერე. პირიქით, ჩვენს ტრადიციებს, სამზარეულოს, ღვინოს, სიმღერას, სტუმარ- მასპინძლობას უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი ძლიერი ბრენდი, საქართველო როგორც კოვიდისგან თავისუფალი და ვირუსთან ბრძოლის ეფექტური ქვეყანა“ - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system