თავში

ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადებაზე იმსჯელეს

ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადებაზე იმსჯელეს
ტურიზმის  საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადებაზე იმსჯელეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაცით, ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსში 27 ასოციაცია და პარტნიორი ორგანიზაციაა გაერთიანებული და ჯამში 2000-ზე მეტ ბიზნეს სუბიექტს მოიცავს.

შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და ბიზნეს ომბუდსმენს 2021 წლის სამოქმედო გეგმა გააცნეს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ტურიზმის სფეროში კრიზისის დასაძლევად.

შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის ინდუსტრიაში სტანდარტების დანერგვის, საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადების, ერთობლივი საინფორმაციო ბაზის შემუშავების საკითხები.

“დღეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ტურიზმის საკანონმდებლო ბაზა, ერთობლივი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, პოსტკოვიდურ პერიოდში უსაფრთხოების ნორმები და არსებული გამოწვევების დასაძლევად კონკრეტული აქტივობები განხორციელების გზები. ვფიქრობ, სამომავლო თანამშრომლობა ძალიან ეფექტური იქნება და კერძო სექტორის ჩართულობით ამ პროცესში კარგ შედეგს მივიღებთ“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

“ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის წარმომადგენლებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ალიანსის მხრიდან წარმოდგენილი იყო გეგმები, თუ რას აპირებენ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები სამომავლოდ. ჩვენ შევთანხმდით სამუშაო გეგმებზე და ვაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში თანამშრომლობას“, - აღნიშნა ნინო კვეტენაძემ.

შეგახსენებთ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის თანამშრომლებმა ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს პროექტი მოამზადეს. გადაწყდა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, სადაც ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროებში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system